თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულია ორი პირი, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი — 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება. 

სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გ.ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 19 შეკვრად დაფასოებული, 1,6119 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.

საპატრულო პოლიციის მანქანები - Sputnik საქართველო
GEM Fest-ის ტერიტორიის ახლოს ნარკოტიკებისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ე.ა., ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ე.ა.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო გ.ი.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს

ყველა ახალი ამბავი
0