თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბაღდათში 83 წლის მამაკაცს 63 წლის ცოლის მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა. მიზეზი ჩხუბი იყო, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მკვლელობის იარაღი – თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.