გურიაში მამაკაცს სტუმრის მკვლელობა ედება ბრალად

გამოწერა
ნაღობილევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლამდე ვადით პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. პოლიცია სოფელ ნაღობილევში ერთ-ერთ სახლში სტუმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0