ავარია სოფელ ოსიაურთან - ერთი დაღუპული, ხუთი დაშავებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება,

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-მ სოფელ ოსიაურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

კვადროციკლები - Sputnik საქართველო
ბორჯომში სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ავტოავარია ერთი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი — Opel Astra და   Toyota — პიკაპი შეეჯახა.

Opel Astra-ს მძღოლი დაიღუპა, მგზავრები კი — ქალი და ბავშვი ხაშურის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

მეორე ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი,  სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით, ასევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ავარიამ გზის ორივე მხარეს მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია. ამ დროისათვის გზა გახსნილია.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით  პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0