თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ხანძარი სვანეთში ლოკალიზებულია. საგანგებო სტუაციების სააგენტომ ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მესტიის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანზე დაყრდნობით.
"ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია. ცეცხლის ჩასაქრობად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერტმფრენები გამოიყენა", – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახურები, გარემოს დაცვის სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობასთან ერთად მუშაობენ.
უფრო ადრე ეროვნულ სატყეო სააგენტოში განაცხადეს, რომ რთული რელიეფისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ხანძრის მიზეზად მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება.
"ცალ-ცალკე კერები არის დარჩენილი და ვებრძვით ყველა კერას. ხეების უმრავლესობა გადარჩენილია, იმიტომ რომ ცეცხლი ბალახზე იყო მოდებული", განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.
წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობი დაიწვა.