თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ხანძარი მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე, დაახლოებით ორი ჰექტარი ფართობის ტყის მასივში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
"რთული რელიეფისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება", — განაცხადეს ეროვნულ სატყეო სააგენტოში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძრის მიზეზად მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა. შეიძლება, ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია გამოიყენონ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარია ასევე ლენტეხის უბნის ლაშხეთის სატყეოში, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზე გავრცელებული. ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა.