ქართველი ხელბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ დამარცხდნენ

© Handballgeo2017 ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის პლეი–ოფში გასასვლელად შეიძლება საკმარისი არ იყოს

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს, გერმანიის ნაკრებთან 25:41 წააგო.

ბექა ბურჯანაძის გუნდისთვის ეს დამარცხება უკვე ზედიზედ მესამეა ამ ტურნირზე.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც მესამე ტურის შემდეგ 1/8 ფინალში გასვლა გაინაღდა, არცთუ ძლიერი შემადგენლობით ითამაშა. გუნდის წამყვანმა ლიდერებმა პლეი–ოფის სტადიის წინ დაისვენეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში - Sputnik საქართველო
თბილისში ხელბურთში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

"მიმაჩნია, რომ გერმანია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია. რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის თამაშითა და შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ამ მატჩში ძირითადი აქცენტი ჩილესთან თამაშისთვის ტაქტიკური სქემის შემუშავებაზე გავაკეთეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს ჩვენი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ", – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ბურჯანაძემ.

ამჟამად ქართველ ხელბურთელებს В–ჯგუფში მეხუთე ადგილი უკავიათ, მაგრამ პლეი–ოფში გასვლის შანსი კიდევ აქვთ. ამისთვის მათ ბოლო ტურში უნდა მოუგონ ჯგუფის აუტსაიდერ ჩილეს ნაკრებს და ამასთან, ალჟირმა იაპონიას არ უნდა მოუგოს.

საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი თამაში14 აგვისტოს 18:00 საათზე გაიმართება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0