თბილისში ხელბურთში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

© FB / Handballgeo2017მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში
მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩი თბილისის ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისში დაიწყო ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის (19 წლამდე), რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

ტურნირში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილი. პლეი-ოფის რაუნდში თითო ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადავა.

ჯგუფი  „А" — საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია.

ჯგუფი  „В" — გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი.

ჯგუფი  „С" — ხორვატია, პორტუგალია, არგენტინა, ბრაზილია, პოლონეთი, სამხრეთ კორეა.

ჯგუფი  „D" — სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

ტურნირის პირველ მატჩში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ამ ასაკობრივ კატეგორიაში საფრანგეთის ნაკრებმა ბაჰრეინის გუნდს 42:20 სძლია.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ალჟირის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. პარალელურად რუსეთი ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0