აგვისტოს აურზაური პოლიტიკურ სალხინეთში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოდი და ნუ დაუჯერებ მიხეილ ცაგარელს - იმდენი რამ ხდება“, - ხშირად გამიგონია ამ ბოლო ხანებში პოლიტიკური პროცესების შეფასებისას... შვებულებაში გასვლის წინ ასტროლოგმა დაგვიბარა, 14 აგვისტომდე და უფრო მეტად 22 აგვისტომდე არავითარი ხელშეკრულების დადება და მოლაპარაკებების წარმოება არ ღირსო. მართლაც ასეა.

„მთავრობას ვურჩევდი, 22 აგვისტომდე არავითარი სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოს, მით უმეტეს — ახლა. ინტელექტის, გონების, გადაწყვეტილებების მიღების და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური უკან მოძრავი, რეტროგრადული ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომების ალბათობა მატულობს“, — დაგვიბარა ცაგარელმა და დასვენება გადაწყვიტა. მთავრობა კი მაინც ვერ ისვენებს და გუბერნატორების შეცვლასთან ერთად  ქართველი ბავშვების ვაშლით მომარაგებაზე ზრუნავს. მართალია, განათლების მინისტრმა ჯერჯერობით ვერ გვიამბო, როგორ აპირებს ქართული განათლების სისტემის რეფორმირებას, სამაგიეროდ, გაახარა ვაშლის მწარმოებლები, რომელთა ნაშრომს მხოლოდ ის ბავშვები დააგემოვნებენ, ისიც კვირაში ერთხელ — სადაც 1000-ზე მეტი ბავშვია. ფაქტობრივად, ჯეჯელავამ ბოროტ დედინაცვალს ბიზნესი „აახია“.

ვაშლი ყუთში - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრო თბილისის სკოლებში ვაშლს დაარიგებს

არც პარლამენტარები სხედან უქმად. მმართველმა გუნდმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ ღირს ვენეციის კომისიის შეწუხებაო და სექტემბერში სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამ შეხვედრის ძირითადი არსი ის გახლდათ, რომ 9 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას კონსენსუსის მიღწევაში დაეხმარებოდა. ეს კონსენსუსი კი მაქსიმუმ, წვრილ პარტიებს ბლოკის შექმნის საშუალებას მისცემდა და სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც. როგორც ჩანს, ამ სცენარზე უარი  ითქვა. პრინციპში, უმრავლესობა 2020 წლისათვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და ბონუსების პროპორციულ გადანაწილებაზე უარს ამბობს და სხვა თემები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. 

უმრავლესობა მაჟორიტარების გარეშე 2020 წელს ხელისუფლებას იოლად ვერ შეინარჩუნებს. არადა, ივანიშვილის გარემოცვა ამტკიცებს, 30 წელი ხელისუფლებაში უნდა დავრჩეთო. ასეთი განცხადებები „off the record“ შეხვედრებზე არაერთხელ მოუსმენიათ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილისგანაც. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ ყველა ძალას ავიწყდება ძველი ქართული ანდაზები. მათ შორის ის, კაცი რომ ბჭობდა და ღმერთი იცინოდა.

Парламентские выборы в Грузии - второй тур - Sputnik საქართველო
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის?

ამასობაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისა რა გითხრათ და თბილისსა და პროდუქტებზე ფასებს ნამდვილად ცეცხლის ფასი უკიდია. სახელისუფლებო კანდიდატი მარტო დაეხეტება თბილისის დაცარიელებულ ქუჩებში და თავის ხედვებს სელფებით გვაცნობს. კახი კალაძე, სავარაუდოდ, ამ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ასე მარტოხელა, მარტოსული ხეტიალი რაღაც ოპტიმისტურ სურათს ვერ ქმნის. სამაგიეროდ, უცნაური სტრატეგია აირჩია ელენე ხოშტარიამ. ის თბილისის ყველა უბანში აპირებს ცხოვრებას და ხალხის დარწმუნებას, რომ პენსიას მოუმატებს. დაჯერებას რა ვუთხარი, თორემ თბილისში იმდენი პენსიონერია, წესით, კი უნდა მიიღოს სოლიდური ხმები. ჯერჯერობით ერთადერთი ქალბატონი კანდიდატი დომინოს თამაშობს გლდანში. კარგია, ამ ტრადიციას ხოშტარია რომ აცოცხლებს, თორემ გადაუღებელი ხანძრების გამო მეხანძრეებს, სავარაუდოდ, დომინოს თამაში დაავიწყდებოდათ.

სამაგიეროდ, ხოშტარიას მომავალი კვირიდან ახალი კონკურენტი გამოუჩნდება. „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს, დედაქალაქის მერობისათვის ირმა ინაშვილი გამოიყვანოს საასპარეზოდ. ჟურნალისტიკა რომ მრავალპროფილური სპეციალობაა, ეს ვიცოდით, მაგრამ ინაშვილი როგორაა ასეთი მრავალპროფილური, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობაც შეუძლია, თბილისის მერობაც და პარლამენტის ვიცე-სპიკერობაც, ეს აუხსნელ ამოცანად რჩება საქართველოს მოსახლეობისათვის. სამაგიეროდ, გასაგებია იმ ადამიანებისათვის, ვინც ფიქრობს, რომ ინაშვილი ძირითადად მეორე ჟურნალისტს, ალეკო ელისაშვილს წაართმევს ხმებს და იმაზე იზრუნებს, რომ მეორე ტური არ იყოს. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერის მძიმე არჩევანი

ადგილობრივი არჩევნების უპერსპექტივობამ და სიცხემ „თავისუფალ დემოკრატებს“ საერთოდ დაუკარგა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამისა და ალეკო ელისაშვილთან შეუთანხმებლობის გამო მაისში გაერთიანებული „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები აგვისტოში ოფიციალურად დაიშალნენ. „ახალ მთვარეს თუ გიყვარდი, ძველზე რატომ დამშორდიო“, — იკითხა გაოცებულმა პროდასავლურმა ამომრჩეველმა და დასვენება გააგრძელა. თანაც, თავდემების იმდენი წევრია დღეს ხელისუფლებასა და საელჩოებში გადანაწილებული, ვერც იმას მიხვდა, ეხლა ეს პარტია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში.

„ჩვენ ვერჩებით ერთადერთი ორიენტირი იმ ამომრჩევლისათვის, რომელიც არ არის ნაცი, არ არის ქოცი და არ არის ბნელი“, — აცხადებს რეპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი, რომლის პარტიასაც, მთელი წლის განმავლობაში, 20 ლარი შეწირეს. სამაგიეროდ, „გაჭირვებულ“ სახელისუფლებო პარტიას დაეხმარა ამომრჩეველი 1 მილიონ ლარზე მეტით. როგორც ჩანს, არჩევნების შედეგებიც დახარჯული ფულის პროპორციული იქნება. თუმცა ისევ ცაგარელი გვაფრთხილებს, რომ ხელისუფლებისთვის საარჩევნო ციკლი 7-8 წლიანია და ამის შემდეგ მზე, მთვარე, მარსი, მერკური და იუპიტერი პოლიტიკოსებს არ სწყალობენ და კონსტიტუციის პროექტები ამ ამბავს ვერ ცვლის. ვნახოთ, დაველოდოთ 2020-ს… 

 

ყველა ახალი ამბავი
0