თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული კაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Imedi.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შსს-ს ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც გულისმხობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.