თბილისი 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეარხი "იმედი".
გავრცელებული ინფორმაციით, N 23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრია. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.