თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გ.ჩ. რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევაში ქალი და ბავშვი იმსხვერპლა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, გ.ჩ. ქვეითად მოსიარულე დედა შვილს დაეჯახა, რომლებიც ტროტუარზე მოძრაობდნენ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ქალი 38 წლის იყო, ხოლო ბავში კი სულ 5-ის. დედაცა და შვილიც ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თუ მძღოლის ბრალი დამტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.