თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. დღეს დაბა სურამში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ ტელეკომპანია „Rustavi 2“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა, ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.