თბილისი, 12 აგვისტი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა უახლოეს მომავალში აქტიური პარტიული მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს, თუმცა, განსაკუთრებით „გამონათებას“ არ აპირებს, იუწყება სააგენტო РИА Новости გაზეთ The Hill-ზე დაყრდნობით.
ობამა პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას მიმდინარე შემოდგომაზე გამოჩნდება და ეს იქნება „დელიკატური ცეკვა“, რამდენადაც „დემოკრატებს“ არ სურთ, რომ ის პარტიის სახე გახდეს, წერს გამოცემა ექს-მეთაურის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანაშემწეზე დაყრდნობით.
ექს-პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პარტიისთვის სახსრების მოძიების საკითხით დაკავდება.
„როგორც ობამასთან დაახლოებული მრჩევლები ირწმუნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიის აღდგენაში აქტიურ როლს შეასრულებს, ამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი თვალსაჩინო არ იქნება“, — აღნიშნავს გაზეთი.
ობამა აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ იყო — 2009 წლის 20 იანვარი — 2017 წლის 20 იანვრის პერიოდში. ის 2009 წელს ნობელის მშვიდობის ლაურეატი გახდა.
56-წლის პოლიტიკოსი რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.