აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში ობამა მე-12 ადგილზეა

© REUTERS / Jonathan Ernstბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტთა რეიტინგის პირველ სამეულში შევიდნენ: აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი და ფრანკლინ რუზველტი.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელი ისტორიკოსების მიერ შედგენილ რეიტინგში მე-12 ადგილზე გავიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости სააგენტო C-SPAN-ზე დაყრდნობით.

რეიტინგის შედგენაში ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების 91 ისტორიკოსი და სხვა სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ქვეყნის პრეზიდენტებს ისინი ათი მაჩვენებლის მიხედვით აფასებდნენ 1 ქულიდან (არაეფექტური) 10 ქულამდე (ძალიან ეფექტური).

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა CNN, NBC და The New York Times ხალხის მტრებად შერაცხა

რეიტინგის შემდგენლების აზრით, ობამა ყველაზე უკეთ ეკონომიკურ რეგულაციებს ართმევდა თავს (მე-8 ადგილი), ხოლო კონგრესთან ურთიერთობებსა (39-ე ადგილი) და საერთაშორისო არენაზე (24-ე ადგილი) ყველაზე დიდ სისუსტეს იჩენდა.

აშშ-ის პრეზიდენტთა რეიტინგის პირველ სამეულში შევიდნენ: აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი და ფრანკლინ რუზველტი.

ყველაზე უარესი შეფასება დაიმსახურეს: ჯეიმს ბიუკენენმა, ენდრიუ ჯონსონმა და ფრანკლინ პირსმა.

ჯორჯ ბუშ-უმცროსს რეიტინგში 33-ე ადგილზე აღმოჩნდა. ისტორიკოსების შეფასებით, ყველაზე უკეთ ის საერთაშორისო ურთიერთობებში  წარმოჩინდა.

ბილ კლინტონი მე-15 ადგილზე განთავსდა. საუკეთესო მაჩვენებელი მას ეკონომიკურ რეგულირებაში ჰქონდა, ხოლო უარესი — მორალურ ავტორიტეტში.

რეიტინგი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით შედგა: საზოგადოების დარწმუნების უნარი, კრიზისის მართვის უნარი, ეკონომიკური რეგულირება, მორალური ავტორიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ადმინისტრაციული უნარები, ურთიერთობა კონგრესთან, დღის წესრიგის ხედვა და ფორმირება, საყოველთაო სამართლიანობის უზრუნველყოფა და პრეზიდენტის მოღვაწეობის საერთო მაჩვენებლები.

ყველა ახალი ამბავი
0