თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის მედიასაშუალებები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, სიცრუეს ავრცელებენ და შესაბამისად, ამერიკის მტრები არიან.
„ცრუ მედიასაშუალებები (The New York Times, NBC, ABC, CBS, CNN) — არა ჩემი მტრები, არამედ ამერიკელი ხალხის მტრები არიან!“ — დაწერა ტრამპმა Twitter-ის მიკრობლოგში.
The FAKE NEWS media (failing @nytimes, @NBCNews, @ABC, @CBS, @CNN) is not my enemy, it is the enemy of the American People!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 17, 2017
პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე სოციოლოგიური გამოკითხვაც განათავსა იმის გასარკვევად, თუ რომელი მედიასაშუალებები მიაჩნიათ ამერიკელებს ყველაზე „ყალბებად“.
„დამეხმარეთ, შევაჩერო ყალბი ახალი ამბები! გაიარეთ გამოკითხვა „მედიის პასუხისმგებლობა“ და მითხარით, რომელი [მედია] მიგაჩნიათ უარესად“, — დაწერა ტრამპმა.
გამოკითხვა 25 შეკითხვას მოიცავს და მასში მხოლოდ 3 ტელეარხია ნახსენები: CNN, Fox News და MSNBC.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი გამოკითხვა ჩაატარა Fox News-მაც. შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტების 45%-ს პრეზიდენტისა სჯერა, 42%-ს კი მედიისა. 10% კი აცხადებს, რომ საერთოდ არავის ენდობა.