თბილისი, 12 აგვისტო —Sputnik. ქალაქ ფოთის მახლობლად მაშველებმა ორი მამაკაცისა და სამი ბავშვის ზღვიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ორმა მამაკაცმა, რომელთაგანაც ერთი სამ ბავშვთან ერთად იყო, ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლეს, რადგან დინებამ ისინი ზღვის სიღრმისკენ გაიტაცა.
რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ მაშველები, რომლებიც მათ წყლიდან გამოსვლაში დაეხმარნენ და გადაუდებელი დახმარება გაუწიეს.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა პლაჟზე 24- საათიან რეჟიმში მორიგეობენ.