მაშველებმა თვის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე დაკარგული 109 ბავშვი იპოვეს

გამოწერა
მაშველებმა 109 ბავშვიდან 97 ურეკში იპოვეს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 1-31 ივლისის პერიოდში 109 დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებელი დაუბრუნეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურისტი შავი ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურეკში მაშველებმა ზღვიდან ქალი და მისი შვილები გამოიყვანეს

სააგენტოს მონაცემებით, 97 ბავშვი ურეკში იპოვეს, ოთხი — ბათუმში, ხოლო რვა – ქობულეთში.

ნაპოვნი ბავშვები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ გასულ თვეში მაშველებმა მთლიანობაში 176 ადამიანის შველა შეძლეს, რომელთაგან 106 საქართველოს, ხოლო 70 უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.

ურეკში მაშველებმა ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს 62 ადამიანი, აქედან 23 საქართველოს 39 კი უცხოეთის მოქალაქე იყო.

ქობულეთში ზღვიდან 24 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 9 უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენელი.

ბათუმში 41 დამსვენებელი გადაარჩინეს, რომელთაგან 25 საქართველოს, 16 კი უცხოეთის მოქალაქე იყო.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კურორტ ანაკლიაში 43 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთაგან 40 საქართველოს მოქალაქე იყო.

დამსვენებლებს დახმარება ფოთშიც დასჭირდათ, სადაც წყლიდან 4 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის, ერთი უცხოელი.

ყველა ახალი ამბავი
0