თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ბათუმში თაფლის ფესტივალზე მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ღონისძიებაზე როგორც ინდივიდუალური მეფუტკრეებმა, ისე კომპანიებმა სხვადასხვა სახეობის თაფლი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები წარმოადგინეს.
ფესტივალი ბათუმის ბულვარში (კოლონადების მიმდებარე ტერიტორია) 12:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება.
დამთვალიერებელს პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეეძლება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები. გარდა ამისა, ფესტივალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.
თაფლის ფესტივალის მიზანია ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული "აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს–ასოციაცია".