თბილისელების უმეტესობა არ სარგებლობს ელექტრონული ფოსტით

© photo: Sputnik / Alexandr Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიელექტრონული ფოსტა კომპიუტერში
ელექტრონული ფოსტა კომპიუტერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ელექტრონული ფოსტა თბილისის მოსახლეობის ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, მისი მომხმარებელია 48%.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისის მცხოვრებთა 52% არ სარგებლობს ელექტრონული ფოსტით, რაზეც ანალიზისა და კონსულტაციების კომპანია ACT-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მეტყველებს.

მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით - Sputnik საქართველო
საქართველოში ხარჯები ონლაინ-შოპინგზე იზრდება

ACT-ს ექსპერტები დაინტერესდნენ, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ელექტრონული ფოსტა და ძირითადად რა მიზნით იყენებს ამ საკომუნიკაციო არხს, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ელექტრონული ფოსტა თბილისის მოსახლეობის ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, მისი მომხმარებელია 48%. ხოლო მომხმარებლების უმრავლესობას (76%) მხოლოდ ერთი ელექტრონული ფოსტა აქვს გახსნილი.

რაც შეეხება სარგებლობის სიხშირეს, ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების მხოლოდ მესამედი (34%) იყენებს მას ყოველდღიურად უმეტესად ფაილების გაგზავნა-შენახვისა და ასევე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

გამოკითხვა 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით. გამოიკითხა 400 ზრდასრული თბილისელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0