საქართველოში ხარჯები ონლაინ-შოპინგზე იზრდება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმომსახურება ინტერნეტის მეშვეობით
მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ონლაინ-ნაწარმს საქართველოს მოქალაქეები ძირითადად იწერენ აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემით, საქართველოს მოქალაქეებმა ონლაინ-შენაძენებზე 81,9 მილიონი ლარი დახარჯეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოში იბეგრება მხოლოდ ის გამოწერილი ნივთი, რომლის ღირებულება 300 ლარზე მეტია. ამ შემთხვევაში შენაძენის მიმღებმა პირმა უნდა გადაიხადოს დღგ 18%-ის ოდენობით, გარკვეულ შემთხვევაში – დამატებით იმპორტის გადასახადიც — 12%. 

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ონლაინ-შოპინგის პოპულარობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. კერძოდ, 2015 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ინტერნეტ-შოპინგზე 86 მილიონი ლარი დახარჯეს, 2016 წელს — 140 მილიონი ლარი.

ონლაინ-შოპინგისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნების ტოპ-ხუთეულში არიან აშშ, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

აშშ-დან საქონლის შესაძენად საქართველოს მოქალაქეებმა ნახევარი წლის განმავლობაში 69,9 მლნ ლარი დახარჯეს, ჩინეთიდან — 7,6 მლნ ლარამდე, დიდი ბრიტანეთიდან — 1,8 მლნ ლარი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან — 872,7 ათასი ლარი.

სულ ამ ქვეყნებიდან საქართველოში 703,7 ათასი ამანათი გამოიგზავნა, საიდანაც აშშ-ის წილი 600 ათასი ამანათია.

ინლაინ-ვაჭრობის მოცულობა მსოფლიოში 3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ონალაინ-სისტემით ყველაზე მეტს ყიდულობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0