საქართველოს პრემიერმა მსოფლიო ოლიმპიადების პრიზიორი სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაერთაშორისო ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია
საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე 14 მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა ის მოსწავლეები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს წარმატებით გამოვიდნენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

© FB / Giorgi Kvirikashviliოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია
Церемония награждения победителей международных олимпиад  - Sputnik საქართველო
ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო არენაზე მიიღეს 14 მედალი ხუთ დისციპლინაში – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ინფორმატიკა და ბიოლოგია.

წიგნებში ჩაფლული მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლემ რიოს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა

"ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოს ჰყოლია მსოფლიო დონის მეცნიერები და, დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის მეცნიერების მომავალს… იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე", — მიმართა კვირიკაშვილმა მოსწავლეებს.

განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ სფეროს განვითარებისთვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს, აღნიშნა პრემიერმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მისი მოადგილეები, პატარა გენიოსების მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები.

ყველა ახალი ამბავი
0