ქართველმა მოსწავლემ რიოს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა

© Fotolia / Sergii Kondrytskyiწიგნებში ჩაფლული მოსწავლეები
წიგნებში ჩაფლული მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადაში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობდა, ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ქართველი მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი რიო-დე-ჟანეიროში 58-ე საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის ოქროს პრიზიორი გახდა, ნათქვამია, ოლიმპიადის საიტზე.

Победиევროპის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფიზიკაში ქართველმა მოსწავლეებმა მედლები მოიპოვეს - Sputnik საქართველო
ევროპის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ფიზიკაში ქართველმა მოსწავლეებმა მედლები მოიპოვეს

ვებგვერდი წერს, რომ საათაშვილი ოლიმპიადაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. 2015 და 2016 წლებში ქართველმა მოსწავლემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ოლიმპიადაში სხვა ქართველი მოსწავლეების მონაწილეობდნენ, რომელთაგან ორმა — საბა ლეფსვერიძემ და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის, ხოლო დავით ხვედელიძემ, დავით ტატოშვილმა და ირაკლი შალიბაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.  

ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 12-23 ივლისს ტარდებოდა. მასში ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0