კანონიერად მუშაობენ თუ არა ღია კაფეები "ახალ ტფილისში"

© FB / Tbilisi City Hallდავით ნარმანია აღმაშენებლის გამზირზე
დავით ნარმანია აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი არიან 16 ღია კაფეს მფლობელები.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია "ახალ ტფილისს" ეწვია და 16 ღია კაფეს მფლობელი პირადად გააფრთხილა, რომ მათ უნდა წარმოადგინონ მუშაობის კანონიერების შესახებ დოკუმენტები ან განახორციელონ დემონტაჟი.

კაფეების მფლობელები ასევე დაავალდებულეს – ბანერებზე ქართული წარწერები განათავსონ.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ევროპა ნოსტრას" გამარჯვებული გახდა

ამ 16 კაფეს მიმართ, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზეა განთავსებული, დაიწყო საქმის წარმოება სამართალდარღვევაზე.

"ახალი ტფილისი" მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის მასშტაბური პროექტია, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნეს 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შედეგად გამზირის ნაწილი საფეხმავლო და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.

ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში "კონსერვაცია".

ყველა ახალი ამბავი
0