განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ევროპა ნოსტრას" გამარჯვებული გახდა

© Sputnik / Denis Aslanovაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციამ კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „ევროპა ნოსტრას" ჟიურის აღიარება მოიპოვა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ევროპა ნოსტრას" 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია — ის კონსერვაციის ნომინაციაში საუკეთესო პროექტად დაასახელეს, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღმაშენებლის გამზირის განახლება 2016 წელს თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „ევროპა ნოსტრას" ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა.

დავით აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებლის გამზირი - გუშინ და დღეს

პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია. ამასთან, იგეგმება აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება.

„ახალი ტფილისის" პროექტის პირველ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე 47 ისტორიულ შენობას დაუბრუნდა, მათ შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგენილია შენობების სახურავები, ჩატარდა შენობების გამაგრებითი სამუშაოები, აღდგენილია ფასადების აუთენტური სახე და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.

პროექტის „ახალი ტფილისის" განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია დახარჯული.

„პროექტი „ახალი ტფილისი" აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით „ევროპა ნოსტრას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულ საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა", — აღნიშნულია განცხადებაში.

© Сайт Фонда развития Тбилисиვერტიკალური ბაღი განახლებული აღმაშენებლის გამზირზე
Вертикальный сад на проспекте Агмашенебели - Sputnik საქართველო
ვერტიკალური ბაღი განახლებული აღმაშენებლის გამზირზე

„ევროპა ნოსტრა" მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის გაიცემა რამდენიმე მიმართულებით – კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება.

ევროპის წამყვან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას" სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0