საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქვეყანაში შემომსვლელთა რიგები დგას

© FB / Ministry of Finance of Georgiaყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს საქართველოში შემოსვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ახლა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში, რიგებში დგანან.

ტურისტები ბოდბის მონასტერში - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობით რუსეთი ლიდერობს

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს საქართველოში შემოსვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო. რუსი მესაზღვრეები ვერ უმკლავდებიან ხალხის ნაკადს, რის გამოც ქართულ მხარეზე დროდადრო საცობები ჩნდება.

„მე რამდენადაც ვიცი, ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო… მინდა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად, ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ“, — მიმართა პრემიერმა მინისტრებს.

მისი თქმით, საზღვარზე ჯერჯერობით არ არსებობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და პრობლემებიც ამიტომ ჩნდება. თუმცა იქვე გამოთქვა იმედი, რომ მალე ეს საკითხიც მოგვარდება და პრობლემაც აღმოიფხვრება.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 219 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 60,4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0