შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას "მაკაროვის" კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრავმატული პისტოლეტი - Sputnik საქართველო
თბილისში იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას "მაკაროვის" კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0