საქართველო–რუსეთის საზღვარზე ადამიანი გარდაიცვალა

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო–გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანი საქართველოში შემოდიოდა, ის იდგა გრძელ რიგში საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე, სადაც ცუდად გახდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვარზე ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქვეყანაში შემომსვლელთა რიგები დგას

მასმედიის ინფორმაციით, ადამიანი საქართველოში შემოდიოდა, ის იდგა გრძელ რიგში საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი–ზემო ლარსი", სადაც ცუდად გახდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ყაზბეგი–ზემო–ლარსის საკონტროლო–გამშვები პუნქტი რამდენიმე დღეა ხარვეზებით მუშაობს, რადგან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი დიდია. რუსი მებაჟეები საქართველოსკენ მომავალი ხალხის ნაკადს ვერ უმკლავდებიან. ამის გამო ქართულ მხარეზე დროდადრო ე.წ. საცობები ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0