მკვლელობა თბილისში: მამაკაცმა ნაცნობი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს 10 აგვისტოს საკუთარ სახლში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა 1967 წელს დაბადებულ თავის ნაცნობთან, რის შემდეგაც დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციელებმა ბრალდებული ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის "განზრახ მკვლელობის" მუხლით, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალლისწინებს.

დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0