თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი დის ქმრის მკვლელობის ბრალდებით მესტიის რაიონში 26 წლის გ. მ. დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი დის მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ლ. კ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულს ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს.
გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით).