პოლიციამ კახეთში მომხდარი ქალის მკვლელობა გახსნა

გამოწერა
ქალის ცხედარი მარანში იყო გადამალული.

თბილისი, 12 აგვისტო– Sputnik. კახეთის პოლიციის  თანამშრომლებმა, ხანდაზმული ქალის  მკვლელობის საქმე გახსნეს. მისი ცხედარი მარანში 5 აგვისტოს აღმოაჩინეს, ნათქვამია საქართველოს შშს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 77 წლის ქალი წარსულში ნასამართლევმა გ.ხ.-მ მოკლა.  მან გადაწყვიტა გაეძარცვა ქალის სახლი, და როდესაც მან ის  შეამჩნია, ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. 

დაპატიმრების შემდეგ დაკავებულმა თავისი ბრალი აღიარა.

გამოძიება მუხლით „განზრახ მკვლელობა“ მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0