თურქეთის მოქალაქეს საქართველოში მკვლელობის მცდელობისთვის 8 წელი მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა საკუთარ თანამემამულეს შურისძიების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო თანამემამულის წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობაში და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებაში, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა.

ქალთა მეხუთე კოლონია - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატიმროებში უცხოელთა შორის რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები ჭარბობენ

უწყების ინფორმაციით, დამნაშავეს სასჯელად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა საკუთარ თანამემამულეს შურისძიების მიზნით ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მუცელში დაჭრილ მოქალაქეს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ინციდენტი აჭარაში, სოფელ ახალსოფელში მოხდა 2016 წლის დეკემბერში.

პოლიცია ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდა დამნაშავეს და საბოლოოდ ის ბათუმში დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0