საქართველოს საპატიმროებში უცხოელთა შორის რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები ჭარბობენ

© photo: Sputnik / Denis Aslanovქალთა მეხუთე კოლონია
ქალთა მეხუთე კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში უცხოეთის 350 მსჯავრდებული და ბრალდებული მოქალაქიდან 104 თურქეთის მოქალაქეა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში თურქეთის 104 მოქალაქეა მსჯავრდებული და ბრალდებული, აღნიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მაისის სტატისტიკურ მონაცემებში.

საპატიმროს ფანჯარა - Sputnik საქართველო
სომხეთის ციხეებში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს

ამგვარად, იმ უცხოელ პატიმართა შორის, ვინც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდის, პირველ ადგილზე რაოდენობრივად თურქეთის მოქალაქეები არიან. მეორე ადგილი რუსეთის მოქალაქეებმა „დაიკავეს" – 55 ადამიანი; შემდეგზე — აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

მეოთხე ადგილი სტატისტიკურ მონაცემებში სომხეთის მოქალაქეებს უკავიათ — 28 ადამიანი.

„ლიდერთა" ხუთეულს ირანის მოქალაქეები ასრულებენ — 20 ადამიანი.

ქართულ ციხეებში თითო-თითო პატიმარია ავღანეთიდან, ალჟირიდან, ეკვადორიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან, კოტ-დ'ივუარიდან, ლიბანიდან, მექსიკიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან.

ქართულ ციხეებში ასევე იმყოფება ოთხი ადამიანი, რომლებსაც მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

სულ ქართულ საპატიმროებში 365 უცხოეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირია.

ყველა ახალი ამბავი
0