სომხეთის ციხეებში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმროს ფანჯარა
საპატიმროს ფანჯარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთის მოქალაქეები სასჯელს იხდიან ნარკოტიკების წარმოების, გადაზიდვისა და რეალიზაციის, ყაჩაღობის, ქურდობისა და თაღლითობის მუხლებით.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სომხეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში უცხო სახელმწიფოების 79 მოქალაქე იხდის სასჯელს, იუწყება Sputnik Армения ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამ დროისათვის სომხეთის ციხეებში სულ 2 512 ადამიანია მოთავსებული. 79 უცხოელიდან კი 22 საქართველოს მოქალაქეა, 16 რუსეთის მოქალაქე, ხოლო 10 ირანისა.

უცხოეთის მოქალაქეები სასჯელს იხდიან ნარკოტიკების წარმოების, გადაზიდვისა და რეალიზაციის, ყაჩაღობის, ქურდობისა და თაღლითობის მუხლებით. 

გარდა ამისა დანაშაულთა ჩამონათვალში ფიქსირდება კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და მკვლელობაც კი.

ყველა ახალი ამბავი
0