საქართველო და უზბეკეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიუზბეკეთი
უზბეკეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტაშკენტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიწვიეს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთის ტურიზმის განვითარების  სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუჰაკიმოვმა და უზბეკეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ჟღნტმა ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

აბდუჰაკიმოვმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტაშკენტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რომელიც 2017 წლის 3-5 ოქტომბერს გაიმართება. 

შეხვედრა უზბეკეთის დელეგაციასთან პარლამენტში - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნას

გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება საქართველოსა და სომხეთში ჟურნალისტებისა და ქართული და უზბეკური მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ხასიათის მოგზაურობის ორგანიზებას გეგმავს.

საქართველოს შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანას  11 ათას 173 უზბეკეთის მოქალაქე  სტუმრობდა.

საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ქვეყნები ავითარებენ და აღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. თბილისი და ტაშკენტი მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც — გაეროსა და ეუთოში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და უზბეკეთმა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 1997 წლის აგვისტოში საქართველომ ტაშკენტში საელჩო გახსნა, რომელიც ასევე ითავსებს ტაჯიკეთს. უზბეკეთი, თავის მხრივ, აზერბაიჯანში მდებარე საელჩოდან ითავსებს საქართველოს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0