საქართველოში შესაძლოა უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნას

© FB / Парламент Грузииშეხვედრა უზბეკეთის დელეგაციასთან პარლამენტში
შეხვედრა უზბეკეთის დელეგაციასთან პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკეთის დელეგაციამ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რომელთა ფარგლებში მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და მეცნიერების სფეროების საკითხები განიხილეს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა თბილისში საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უზბეკეთის დელეგაციაში შედიან სს "უზბეკეთის რკინიგზის", უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო–ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობს ოლი მაჟლისის (პარლამენტის) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან გიორგი გახარიასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სადიკ საფიევი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ

კობახიძემ უზბეკეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, საკანონმდებლო ბაზა და ბიზნეს–გარემო. საფაევმა და კობახიძემ ასევე რეგიონში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე და კულტურისა და მეცნიერების დარგებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და უზბეკეთმა 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. 1997 წლის აგვისტოში საქართველომ ტაშკენტში საელჩო გახსნა, რომელიც ასევე ითავსებს ტაჯიკეთს. უზბეკეთი, თავის მხრივ, აზერბაიჯანში მდებარე საელჩოდან ითავსებს საქართველოს.

ყველა ახალი ამბავი
0