საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ

© FB / Минэкономики Грузииპარლამენტის ვიცე-სპიკერი სადიკ საფიევი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სადიკ საფიევი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკეთის დელეგაცია ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობით თბილისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიიღეს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველო და უზბეკეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ პროდუქციის ტრანზიტს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში და სრულყონ ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

უზბეკეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისას ხელმძღვანელობს ოლი მაჟლისის (პარლამენტის) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი. დელეგაციაში შედიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შურხატ ისმაილოვი, სს "უზბეკეთის რკინიგზის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავრონ დეჰკანოვი, ასევე უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.

"საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტრანსპორტის სფერო და ტვირთების ტრანზიტი. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში", — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, კავშირგაბმულობის, საგარეო ვაჭრობის და სხვა სფეროებში, ასევე დაისახა ახალი პროექტების გეგმები.

შავკატ მირზიეევი - Sputnik საქართველო
უზბეკეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს: მირზიოევმა ფიცი დადო

უზბეკეთის დელეგაცია ასევე მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, რეგიონში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი საქართველოში უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

საფაევმა კობახიძე უზბეკეთში მიიწვია, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, 184%-ით გაიზარდა და დაახლოებით 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0