უზბეკეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს: მირზიოევმა ფიცი დადო

© photo: Sputnik / Дмитрий Астаховშავკატ მირზიეევი
შავკატ მირზიეევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავქათ მირზიოევი, რომელმაც უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 88,61%-ით გაიმარჯვა, საქმიანობას შეუდგა.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უზბეკეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა ოთხშაბათს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე ფიცი დადო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

საპრეზიდენტო არჩევნები უზბეკეთში 4 დეკემბერს ჩატაარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მონაცემებით, მირზიოევმა ხმათა 88,61% მიიღო.

ცესკოს თავმჯდომარე მირზა-ულუგბეკ აბდუსალამოვმა მირზიოევს უზბეკეთის პრეზიდენტის მოწმობა გადასცა.

ამის შემდეგ არჩეულმა პრეზიდენტმა ხელი დაადო ქვეყნის კონსტიტუციასა და ყურანს და წარმოთქვა ფიცი, რომელიც მას ავალდებულებს, მკაცრად მისდიოს კონსტიტუციასა და კანონებს, კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობები.

არჩევნები უზბეკეთში - Sputnik საქართველო
უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნები: საბოლოო შედეგები

„გაცნობიერებული მაქვს, რამხელა პასუხისმგებლობაა მრავალმილიონიანი უზბეკეთის მართვა… ხალხი არ გვაპატიებს, თუ არ შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს“, — განაცხადა მირზიოევმა პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოქმედების ცერემონიაზე.

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა. რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დროებით ქვეყნის პრემიერი შავქათ მირზიოევი დაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0