თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. უზბეკეთში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა და ყველა საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა. 19:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში ამომრჩეველთა 86,62%-მა ანუ 17,69 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები შემდგარად აღიარეს, რადგანაც მოსახლეობის აქტივობამ ცესკოს მიერ დადგენილ 33%-ს გადააჭარბა, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“.
„საარჩევნო უბნები დაიხურა. ხმის მიცემა დასრულდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხმების დათვლას შეუდგნენ. ამ მომენტისთვის დარღვევა არ ფიქსირდება“, — განაცხადა უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომილჯონ ადილოვმა.
არჩევნების წინასწარი პირველადი შედეგები 5 დეკემბერს გამოცხადდება.
უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა. რესპუბლიკის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შავკატ მირზიოევი დაინიშნა. ის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში ქვეყნის გაერთიანების წინააღმდეგი და დსთ-ის ქვეყნებთან (პირველ რიგში, რუსეთთან) ურთიერთობების განვითარების მომხრეა.
არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ხატამჟონ კეტმონოვი (უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია), სარვარ ოტამურადოვი (ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტია „მილიი ტიკლანიშ", ეროვნული აღორძინება") და ნარიმონ უმაროვი (სოციალ-დემოკრატიული პარტია „ადოლატი", „სამართლიანობა"). ყველა კანდიდატი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების მომხრეა და ამასთან, თავშეკავებით ეკიდებიან რესპუბლიკის ახალ ორგანიზაციებში, კერძოდ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის საკითხს.