საქართველოს აეროპორტები: 2017 წელს მგზავრთნაკადი თითქმის 50%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliრიგი სასაზღვრო კონტროლზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
რიგი სასაზღვრო კონტროლზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აეროპორტებით 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ისარგებლა 2,1 მილიონმა მგზავრმა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდზე 48,4%-ით, ხოლო 2015 წლის მონაცემებზე – 81,9%-ით მეტია.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მგზავრთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 7 თვის განმავლობაში 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად, მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები გაფრენის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
Туристы перед отлетом на стойке регистрации на рейс в Тбилисском международном аэропорту - Sputnik საქართველო
ტურისტები გაფრენის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა — 107 949 მგზავრით მეტი;

© Sputnik / STRINGERქუთაისის აეროპორტი
аэропорт Кутаиси - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გასული თვეების განმავლობაში 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32%-ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

© photo: Sputnik / Stringerბათუმის აეროპორტი
Международный аэропорт Батуми - Sputnik საქართველო
ბათუმის აეროპორტი

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 122.92%-ით მეტია

© RIA Novosti . courtesy of Vakho Naverianiმესტიის აეროპორტი
аэропорт в Местиа Сванетия - Sputnik საქართველო
მესტიის აეროპორტი

ამბროლაურის აეროპორტი წელს გაიხსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე ის 802 მგზავრს მოემსახურა.

© FB / Георгий Квирикашвилиპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის აეროპორტის გახსნაზე
Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили на открытии аэропорта в Амбролаури - Sputnik საქართველო
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის აეროპორტის გახსნაზე

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა — 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების — 2 162 (ზრდა 41.66%).

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი მეტი რეისების მომსახურებას შეძლებს

15.25%-ით გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. 2016 წლის 7 თვის განმავლობაში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863, მიმდინარე წლის 7 თვეში კი — 80 514.

2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების მხრივაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობაზე 4 832.60 ტონით, ანუ 32.47%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0