რამდენად ეფექტურია საშინაო დავალება მოსწავლეებისთვის

© Fotolia / Sergii Kondrytskyiმოსწავლეები
მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰონგ-კონგში, ტაივანსა და იაპონიაში, სადაც მათემატიკის სწავლის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საშინაო დავალებას ძალიან ცოტას აძლევენ. ასევეა ნიდერლანდებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი მოსწავლეებისთვის, მათემატიკის ცოდნით მსოფლიო ტოპ-ათეულში შესულიყვნენ.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში სკოლის მოსწავლეებს საშინაო დავალებებს არ აძლევენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არაეფექტურია.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერალდ კეი ლეტენდრე (Gerald K. LeTendre) კოლეგებთან ერთად ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა, თუ როგორ აისახება ბავშვების განათლების დონესა და მოსწრებაზე საშინაო დავალების მოცულობა.

იაპონური სკოლა - Sputnik საქართველო
იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო – განათლების უნიკალური სისტემა

• კვლევის ერთ-ერთი მთავარი შედეგი: ყველაზე ბევრ საშინაო დავალებას აძლევენ ბავშვებს სუსტი ეკონომიკისა და აშკარად გამოხატული სოციალური უთანასწორობის მქონე ქვეყნებში. თუმცა არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დატვირთვის ასეთი დონე პოზიტიურ გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებასა და განათლებაზე.

• მშობელთა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც საშინაო დავალებას პატარაობიდან ასრულებენ, ეჩვევიან დისციპლინასა და დამოუკიდებლობას და შემდეგ ცხოვრებაში დიდ წარმატებებს აღწევენ. ამასთან, აშშ-ში დაახლოებით 1890-1920-იან წლებში საშინაო დავალებებში ასეთ ღრმა აზრს ვერ ხედავდნენ. საშინაო დავალება სასჯელის სახით გამოიყენებოდა — ამით ბავშვს თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

• უფრო მეტი, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დავალების დიდი რაოდენობის გამო, მათი შესრულების ნიადაგზე ბავშვებსა და მშობლებს შესაძლოა კონფლიქტი მოუვიდეთ. ასეთ შემთხვევებში საშინაო დავალება მხოლოდ უარყოფით ემოციებს გამოიწვევს და ეს სწავლაში არანაირ წარმატებას არ მოიტანს.

უკავშირდება თუ არა საშინაო დავალება და მაღალი მოსწრება ერთმანეთს? პასუხი ნათელია — არა. მთლიანობაში, მსოფლიოში საშინაო დავალება მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

გედი - Sputnik საქართველო
გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

• იმის უარყოფა, რომ საშინაო დავალება დღეს მსოფლიო ფენომენია, უაზრობაა. მეოთხეკლასელების მხოლოდ 7%-მა დაადასტურა, რომ სახლში დავალებას არ აძლევენ. საშინაო დავალება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისთვის საშუალო და მაღალ კლასებში.

• რაც შეეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მეცნიერულად დამტკიცებულია: დღეში თუნდაც 30 წუთ მუშაობას საშინაო დავალებაზე სასწავლო აქტივობის სხვა სახეობებთან ერთად და ამის გამო მიღებულ სტრესს ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ჩინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალებაზე დახარჯული ორი საათი დღეში აუცილებლად იწვევს ძილის დარღვევასა და სტრესს. მთელ მსოფლიოში მეოთხეკლასელების თითქმის 10%-მა დაადასტურა, რომ საშინაო დავალებას ყოველდღე რამდენიმე საათს ანდომებს.

მასწავლებელმა თითოეულ კლასთან ცალკე უნდა გაარკვიოს, განიხილოს მშობლებთან და მოსწავლეებთან, ძალიან ხომ არ არიან ისინი დატვირთული საშინაო დავალებებით. უნდა დარწმუნდეს, რომ დავალება ნამდვილად დადებით გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებასა და, მთლიანად, სასწავლო პროცესზე.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
სულიერება, თმენა, პრაქტიკული მაგალითები – ბავშვის აღზრდის თავისებურებანი ინდოეთში

• ცხადია, რომ საშინაო დავალების მოცულობა დამოკიდებულია ასაკზე, ასევე კულტურულ და ოჯახურ ჩვეულებებზე.

• გარკვეული პერიოდის წინ საფრანგეთის წინა პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი წინადადებით გამოვიდა, საერთოდ აიკრძალოს საშინაო დავალება, რასაც, მისი აზრით, საზოგადოებაში ლიბერალური ფასეულობების ნგრევის გამოწვევა შეუძლია. მკვლევარები ადასტურებენ საშინაო დავალების სერიოზულ ზეგავლენას, მაგრამ ოლანდს არ ეთანხმებიან: ძალზე მცირეა იმის ალბათობა, რომ ის შეიძლება კლასობრივი უთანასწორობისა და მტრობის წყარო გახდეს.

• კვლევებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო TIMSS-ის (სკოლებში მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის საერთაშორისო მონიტორინგული კვლევა) მონაცემები. TIMSS-ის მონაცემები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ახლდება.

მაგალითად, აზიის ქვეყნებში ჰონგ-კონგში, ტაივანში და იაპონიაში მათემატიკის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა საშინაო დავალებებს ამ ქვეყნებში მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებს აძლევენ. ნიდერლანდებში ყოველი მეხუთე მეოთხეკლასელი საერთოდ არ აკეთებს საშინაო დავალებას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი მოსწავლეებისთვის, მათემატიკის ცოდნით მსოფლიო ტოპ-ათეულში შესულიყვნენ. ამერიკელი მოსწავლეები რეიტინგის შუა პოზიციებს იკავებენ, ხოლო რუსები — უკვე რამდენიმე ათეული წელია, სტაბილურად პირველ ხუთეულში არიან.

ფიზიკური ძალადობა ბავშვზე - Sputnik საქართველო
პათოლოგიური ჯაჭვი: ნაცემი მშობლები, ნაცემი შვილები...

მეცნიერებმა და სასწავლო პროგრამების შემქმნელებმა, ჯობს, უკეთ შეისწავლონ კავშირი სიღარიბეს, უთანასწორობასა და საშინაო დავალების რაოდენობას შორის. ღირს დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო სისტემა.

• თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სასკოლო პროგრამის დიდი მოცულობა და ზეწოლა მასწავლებლებზე. მასწავლებელი ფიზიკურად ვერ ასწრებს მისცეს ბავშვებს გაკვეთილზე მთელი მასალა სათანადო მოცულობით, ამიტომ ბევრი რჩება შინ დავალების მისაცემად.

• ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც მკვლევარი მასწავლებლებს აძლევს: მოძებნონ ინდივიდუალური მიდგომა საშინაო დავალების მიმართ, გაითვალისწინონ მოსწავლის ასაკი, ოჯახური პირობები, ინტერესები, კონკრეტული მოსწავლისთვის გარკვეული უნარის გამომუშავების აუცილებლობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს სკოლა, მიიღოს მაქსიმუმი საშინაო დავალებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0