ტურისტები საქართველოში უპირატესობას პრომეთეს მღვიმეს ანიჭებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრომეთეს მღვიმე 81,1 ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

თბილისი, 9 აგვისტი — Sputnik.  საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტად პოპულარული  ადგილი პრომეთეს მღვიმეა — 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში იგი 81,1 ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმმა საქართველოს ექვს თვეში მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა

პოპულარობით მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, რომელიც  აღნიშნულ პერიოდში 74,5 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა.

შემდეგ მოდის ყაზბეგის ეროვნული პარკი — 72,1 ათასი ვიზიტორი, სათაფლია — 55,9 ათასი და ოკაცეს კანიონი, სადაც 38 ათასი დამთვალიერებელი იმყოფებოდა.

მთლიანად, 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 489 ათას 909 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათგან, 301,5 ათასზე მეტი (61%) საქართველოს,  ხოლო 188,3 ათასზე მეტი (39%) — უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ.

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2017 წლის დასაწყისიდან 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილი.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0