ტურიზმმა საქართველოს ექვს თვეში მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოსავალი — 267 მლნ დოლარი ტურიზმმა ივნისში მოუტანა ქვეყნის ბიუჯეტს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში ტურიზმისგან შემოსავლებმა 1,094 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 26,2%-ით მეტია 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოსავალი — 267 მლნ დოლარი  ტურიზმმა ივნისში მოუტანა ქვეყნის ბიუჯეტს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რამდენად ხშირად ეუბნებიან უარს უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლაზე

სულ იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს 3 მლნ ვიზიტორი ესტუმრა, რომელთაგან 1,3 მლნ ტურისტი იყო.

ივნისში ქვეყანაში 666 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომელთაგან ტურისტი 328 ათასი იყო.

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის რაოდენობით ლიდერობენ აზერბაიჯანელები — 737,5 ათასი კაცი, სომხები — დაახლოებით 642,7 ათასი კაცი, თურქები — 531 ათას კაცზე მეტი და რუსები — 507 ათასი კაცი.

ტოპ ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ირანელებიც. საქართველოში ირანიდან საანგარიშო პერიოდში 113,6 ათასზე მეტი კაცი იყო შემოსული.

ყველა ახალი ამბავი
0