რამდენად ხშირად ეუბნებიან უარს უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე ხშირად უარს ინდოეთის მოქალაქეები იღებენ.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3 ათას უცხოელს უთხრა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი სამართალდარღვევები".

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნახევარ წელიწადში 1750 ადამიანია დეპორტირებული

ყველაზე მეტი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე ეთქვათ ინდოეთის მოქალაქეებს — ნახევარ წელიწადში — 571 ადამიანს. მეორე ადგილზეა თურქეთის მოქალაქეები — 492 და მესამეზე — აზერბაიჯანის — 418 ადამიანი.

ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი განუცხადეს, ასევე შედიან რუსეთი (230 უარი), სირია (175), უზბეკეთი (171), თურქმენეთი (99), სომხეთი (88), პაკისტანი (85) და ეგვიპტე (61).

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი უარი მიიღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულებმა — მთლიანი რაოდენობის 39,5%.

წლის პირველ ნახევარში საქართველოს დაახლოებით 3 მილიონი უცხოელი ეწვია. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები (737,5 ათასზე მეტი ადამიანი), შემდეგ მოდიან სომხეთის (642,7 ათასამდე), თურქეთის (531 ათასზე მეტი) და რუსეთის (507 ათასზე მეტი) მოქალაქეები. ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ტოპ-ქვეყნებშია ასევე ირანი (113,6 ათასზე მეტი).

ყველა ახალი ამბავი
0