ირანის მოქალაქე თბილისში ნარკოტიკებისთვის დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქის პირადი და მისი კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას მას 425 აბი საქართველოში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ირანის 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
GEM Fest-ის დამფუძნებელმა ნარკოტიკების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირები დაასახელა

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 425 აბი ამოიღეს, რაც 0,9184 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქის დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ ირანის ორი მოქალაქე ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0