გერმანელი ტურისტები საქართველოს მთებში დაიკარგნენ

გამოწერა
ინფორმაცია გერმანელი ტურისტების დაკარგვის შესახებ სამშაბათს გავრცელდა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მწვერვალ უშბასთან გერმანელ ტურისტებს ეძებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფოტო ციკლიდან გადარეკვა - Sputnik საქართველო
როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა ორის ნაცვლად რვა დაკარგული ტურისტი

ინფორმაცია ტურისტების დაკარგვის თაობაზე სამშაბათს გავრცელდა. ამ ეტაპზე მათი გაუჩინარების ზუსტი მიზეზი უცნობია. არ ზუსტდება ასევე ინფორმაცია, აპირებდნენ თუ არა ისინი მთის მწვერვალზე ასვლას.

"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს", — განაცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

უშბის მწვერვალი ალპინისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ მთას წარმოადგენს. გამოცდილი ალპინისტების თქმით, ის კავკასიის მთებში ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაპყრობი მწვერვალია.

მთა მესტიიდან 10 კილომეტრშია.

ყველა ახალი ამბავი
0