როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა ორის ნაცვლად რვა დაკარგული ტურისტი

© courtesy of Evgeniya Shabaevaფოტო ციკლიდან "გადარეკვა"
ფოტო ციკლიდან გადარეკვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები ორი დაკარგული ტურისტის გადასარჩენად გაემგზავრნენ, მაგრამ გზაში კიდევ ექვსი დაკარგული შემოხვდათ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ქართველი მაშველები გასულ ღამეს რვა უცხოელ ტურისტს დაეხმარნენ. პოლონელი, ფრანგი და უკრაინელი ტურისტები მცხეთა-მთიანეთის მთებში დაიკარგნენ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლონელ ტურისტებს გზა აებნათ და დახმარებას ითხოვდნენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში "112" 19:23 საათზე შევიდა. მათი ადგილმდებარეობა ოპერატიულად დაადგინეს და ოთხი მაშველისგან შემდგარი ჯგუფი საძიებო სამუშაოებს დაუყოვნებლივ შეუდგა.

სამაშველო ვერტმფრენის ოპერაცია სამეგრელოში ორი ადამიანის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
მაშველებმა უამინდობის გამო შატილში ჩარჩენილი მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

"რთული რელიეფური პირობებისა და შეზღუდული ხილვადობის მიუხედავად პოლონეთის ორ მოქალაქეს მაშველებმა რამდენიმე საათში მიაკვლიეს. ისინი სოფლების ჯუთასა და როშკას მოსაზღვრე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გზააბნეული ორი ტურისტის გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს", — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, მაშველებმა გზაზე შემთხვევით აღმოაჩინეს კიდევ ექვსი დაკარგული ტურისტი — სამი საფრანგეთისა და სამიც უკრაინის მოქალაქე. მათაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და, როგორც კი თავი უსაფრთხოდ იგრძნეს, ისინი როშკაში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ.

მაშველებმა ოპერაცია 02:40 საათზე დაასრულეს.

ყველა ახალი ამბავი
0