თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო თბილისში გზის მორეცხვითი სამუშაოები დღეში ორჯერ — შუადღის და საღამოს საათებში ხორციელდება, ნათქვამია შპს "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ბოლო რამდენიმე დღეა 35-40 გრადუსს აღწევს.
„გეგმის თანახმად, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დედაქალაქის ათივე რაიონში გზის მორეცხვითი სამუშაოები მაისის თვიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიში მიმდინარეობს", — აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. კომპანიის საქმიანობის სფერო ქალაქის დასუფთავებაა.
© Sputnik / Maria Tsimintiaროგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში
როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში
© Sputnik / Maria Tsimintia