თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნება

© Tbilisi City Hallზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი სპორტსმენის მშობლიურ უბანში აშენდება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაჩნდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ზაზა ფაჩულიამ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა და თავისი სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც პირველი ქართველისა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

© Tbilisi City Hallზაზა ფაჩულია მომავალ კალათბურთელებთან ერთად
Заза Пачулия, Кубок НБА и будущие баскетболисты - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია მომავალ კალათბურთელებთან ერთად

„უბანში, სადაც ზაზა ფაჩულია გაიზარდა, სიმბოლურად კეთდება საკალათბურთო მოედანი.  მოედანს დიდუბის გამგეობა კომპანია „გალფთან“ ერთად გააკეთებს. ერთი მხრივ, ამ ადგილს ახალი სპორტული მოედანი შეემატება, მეორე მხრივ კი ეს გახდება მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისევე ივარჯიშონ და მოემზადონ, როგორც თავის დროზე  ზაზა ფაჩულია ემზადებოდა და ასევე ასახელონ ჩვენი ქვეყანა“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

გიორგი მარგველაშვილი და ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ქვეყნის საერთაშორისო არენაზე წარდგენისა და საქართველოს პოპულარიზებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაარსდა. ორდენი გაიცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დამსახურებისთვის.

მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.

ფაჩულია სექტემბერში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0