საქართველოს მოქალაქე დომოდედოვოს აეროპორტში კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიდომოდედოვოს აეროპორტი
დომოდედოვოს აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეს დეკლარირების გარეშე დიდი ოდენობით თანხის შეტანისთვის 4 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვა ემუქრება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დომოდედოვოს საბაჟოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ვალუტა ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რამდენად ხშირად ეუბნებიან უარს უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლაზე

34 წლის მამაკაცი, რომელმაც ავიარეისით „ბათუმი-მოსკოვი“ იმგზავრა, „მწვანე“ დერეფანი გაიარა, ამასთან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საქონელი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ექვემდებარებოდა.

„მოქალაქის ხელჩანთის შემოწმებისას საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ფულადი სახსრები 56 524 აშშ დოლარის, 10 795 თურქული ლირისა და 297 000 რუსული რუბლის ოდენობით“, — ნათქვამია განცხადებაში.

საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, 10 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ეკვივალენტის ნაღდი ფულადი სახსრების გადატანის შემთხვევაში ისინი აუცილებელ წერილობით დეკლარირებას ექვემდებარება. ასე რომ, საქართველოს მოქალაქემ ხუთმაგად გადააჭარბა თანხის დაშვებულ ნორმას.

საქართველოს მოქალაქემ დეკლარირების გარეშე დიდი ოდენობის თანხის შეტანისთვის ან უკანონოდ შეტანილი თანხის 15-მაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს ჯარიმის სახით, ან მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0